ჩვენს შვილებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია - ძმები კლიჩკოები

12.03.22 23:43
ჩვენს შვილებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია - ძმები კლიჩკოები

"ნუ წაიკითხავთ საბჭოთა  გაზეთებს და ნუ უყურებთ საბჭოთა ფილმებს ძილის წინ, ეს მავნებელია"- ამბობს კიევის მერი "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომავალში პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დაწყება დააბრალონ, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. 

ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინა არავის მიწაზე არ შეჭრილა. 

ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა არ მოგვიკლავს, საბავშვო ბაღები, საავადმყოფიოები არ დაგვიბომბავს"- ამბობს რუსული პროპაგანდის საპასუხოდ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

ვლადიმერ კლიჩკო კი ამბობს, რომ როცა ბავშვებს ხოცავენ, ამაზე დუმილი დანაშაულია. 

რას იზავთ, როცა ბავშვებს გიხოცავენ?! გაიქცევით? - ჩვენ ურყევად ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე, ვამაყობ ჩვენი ქალებით, კაცებით, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან"- ამბობს ის.