პრეზიდენტი დღეს პარლამენტს მოხსენებით მიმართავს

14.03.22 11:00
პრეზიდენტი დღეს პარლამენტს მოხსენებით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური მოხსენებით, დღეს 12:00 საათზე მიმართავს.

ევროპაში გამართული მოლაპარაკებების და ქართული ოცნების საჯაროდ კრიტიკის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წევრებს შეხვდება.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები ისაუბნრებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.