ჩამორეცხეთ სირცხვილი საქართველოს, შეიწყალეთ სააკაშვილი - აქცია პარლამენტთან
საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილს მიხეილ სააკაშილის შეწყალებას სთხოვენ. მათი თქმით, დადასტურდა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.
მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის პატიმარია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს სახელმწიფოსთვის ერთადერთი გადაწყვეტილება და 2008 წლის მთავარსარდალი შეიწყალოს. ამით, ის ხელს შეუწყობს პოლარიზებული გარემოს დასრულებას და საჩუქარს გაუკეთებს უკრაინას, ვინაიდან ის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"- აცხადებენ აქტივისტები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური მოხსენებით, დღეს 12:00 საათზე მიმართავს.