რუსული აგრესია!- პრეზიდენტმა პარლამენტში უკრაინის ომის უმძიმესი კადრები მიიტანა

14.03.22 12:18
რუსული აგრესია!- პრეზიდენტმა პარლამენტში უკრაინის ომის უმძიმესი კადრები მიიტანა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივისთ, პარლამენტში უკრაინაში რუსეთის სიასტიკის დამადასტურებელ კადრებს ადევნებენ თვალყურს - სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ეკლესიებს და საავადმყოფოებს ბომბავს. 

დღეს, ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები და ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკები, ბაგა-ბაღები და სკოლები. ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცების და ორსულების ევაკუაცია, უკრაინელი მებრძოლების და რიგითი მოქალაქეების ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით"- განაცხადა ზურაბიშვილმა.