პასუხი გაცემულია, მიხეილ სააკაშვილს არ შევიწყალებ - ზურაბიშვილი

14.03.22 12:39
პასუხი გაცემულია, მიხეილ სააკაშვილს არ შევიწყალებ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს - საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.