გთხოვთ, დააბრუნეთ ელჩი - ზურაბიშვილი ზელენსკის

14.03.22 12:47
გთხოვთ, დააბრუნეთ ელჩი - ზურაბიშვილი ზელენსკის

საქართველოს პრეზიდენტმა, უკრაინელ კოლეგას მიმართა და სთხოვა, რომ თბილისისდან გაწვეული ელჩი უკან დააბრუნოს. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია: 

ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი." განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა