არც ტაში და არც მისალმება - ზურაბიშვილის მკაფიო გზავნილებმა "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა
პრეზიდენტის უპრეცედენტოდ მწვავე გამოსვლა პარლამენტში - სალომე ზურაბიშვილის მკაფიო პოზიციამ და ხელისუფლების ღია კრიტიკამ "ქართული ოცნება" გააბ რაზა.
წყობიდან გამოსული მმართველი გუნდი, პრეზიდენტის სიტყვას არც კი უსმენდა, მეტიც 40 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, "ქართული ოცნების" არცერთ დეპუტატს პრეზუდენტისთვის ტაში არ დაუკრავს. დარბაზში მხოლოდ ოპოზიციის აპლოდისმენტები ისმოდა. მეტიც, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თავიც კი არ აუწევია.
შსს მინისტრი კი გაურკვეველმა sms-მა გაამხიარულა.
მას შემდეგ კი რაც ზურაბიშვილმა საპარლამენტო ლოჟაში გადაინაცვლა, მთავარსადრალთან მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა.