არ შევეგუებით პუტინისტურ ძალებს! - აქცია აჭარაში
დაპირისპირება აჭარაში - ,,ალტ ინფოსა" და რუსულ ძალების მოწინააღმდეგეებმა ქობულეთში გამართულ აქციაზე ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაში პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ არ შეეგუება პუტინისტურ ძალებს და მათ იდეოლოგიას.
ესენი რასაც ჩადიან აქ, არის რუსული მენტალიტეტი. ეს ხალხი ჩარჩა კომუნისტურ პარტიაში.
რუსეთი არასდროს ყოფილა კარგი და ამაში ვერავინ დაგვარწმუნებს. რუსეთის მეხუთე კოლონა არ უნდა იყოს საქართველოში - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მონაწილეების თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ისინი ,,ალტ ინფოს" ოფისთან ყოველდღე მივლენ, რათა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა გააპროტესტონ.