თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, დასრულდება ჩემი ინვალიდიზაციით ან სიკვდილით - მიხეილ სააკაშვილი

14.03.22 13:31
თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა,  დასრულდება ჩემი ინვალიდიზაციით ან სიკვდილით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოვკლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროცედურამ დაადასტურა, რომ პენიტენციურ სისტემაში მას ორი მძიმე დაავადადება დამართეს, რომელიც დაუყოვნლებლივი მკურნალობის გარეშე ინვალიდიზაციით ან სიკვდილით დასრულდება. 

გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი. 
რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით. 
ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს,
- წერს მიხეილ სააკაშვილი.