მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო წესით კლინიკაში გადაიყვანეს
პატიმრობის მეექვსე თვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სასწრაფო წესით კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში აღმოჩნდა.
მეორედ შიმშლობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეიბის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მისი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი. ის კატასტროფის ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ გადაყვანილი იყო კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით. გამოკვლევების ჩატარება სრულფასოვნად ვერ მოხერხდა. თუმცა ის, რაც მოხერდა, გარკვეული წილი ამ გამოკვლევებისა ადასტურებს ძალიან მწვავე დიაგნოზებს, რაც დასმული იყო ადრე კონსილიუმის მიერ. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ პოსტ ფაქტუმ, რადგან ჩვენი მონაწილეობის შემთხვევაში მოხდებოდა სრული ანალიზის ჩატარება.
თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ექიმების სხვა რჩევებს და რეკომენდაციებს, დადგება ის შედეგი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. შესაძლოა, დადგეს მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობის გაუარესება და ფატალური შედეგიც - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
ბოლო ინფორმაციით, მესამე პრეზიდენი ციხეში უკვე დააბრუნეს. ადვოკატებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ კვირა დღეს სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იყო გაყვანილი.