"კონსტიტუციია დაურღვევია, გავერკვევით" - კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

14.03.22 13:54
"კონსტიტუციია დაურღვევია, გავერკვევით" - კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით,  თუ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია.

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით. თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ",- განაცხადა კობახიძემ. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ  26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ევროპაში ვიზიტზე უარი უთხრეს და მან საკუთარი კონტაქტები გამოიყენა.