პრეზიდენტის გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი - ჰარცელი
"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი"- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელი პრეზიდენტის მოხსენებას დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
მე მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლას დავესწარი. მისი გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი. მოუთმენლად ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომდევნო დღეებში", - უთხრა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.