სააკაშვილის მორიგი ინიციატივა - მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს წერილი მისწერა

14.03.22 15:21
სააკაშვილის მორიგი ინიციატივა - მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს წერილი მისწერა

მიეცით მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა, ის ომში მყოფ ქვეყანას სჭირდება - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სალომე ზურაბიშვილს. 

ამასთან მან ზურაბიშვილის გადასცა მიხეილ სააკაშვილის წერილი, მეამე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს. 

ქალბატონო პრეზიდენტო, მე მინდა გადმოგცეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან დღეს რასაც აკეთებს ეს ლიდერი, ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.