დიდი არეულობა ქართულ ოცნებაში - პარტიის განცხადება პრეზიდენტზე პრემიერის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის
დიდი არეულობა ქართულ ოცნებაში - პარტიის განცხადება პრემიერის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
ორ საათიანი თათბირის შემდეგ ოცნებამ განცხადება გაავრცელა და დააანონსა, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს -"პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია" თუმცა, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი შეცდომაში შეიყვანეს.
ამასთან, პრემიერი ფიქრობს რომ როდესაც კრიზისია, მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს და საზღვარგარეთ ვიზიტით არ უნდა წავიდეს. მმართველი პარტიის პოზიცია აქაც განსხვავებულია განცხადებაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის თანამდებობა "მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია".