თითქოს „დოჟდის“ ჟურნალისტებზე იყო რაღაც დავალება, ეს ლოგიკაშიც არ ჩანს - გომელაური
შინაგან სამეთა მინისტრი ირწმუნება, რომ „დოჟდის“ ჟურნალისტის, მიხაილ ფიშმანის საქართველოში არშემოშვება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო.
გომალეწურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ამავე ტელევიზიის 10-ზე მეტი სხვა ჟურნალისტი ქვეყანაში შემოუშვა.
როდესაც იგივე ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი იყო შემოსული, ის (ფიშმანი) იყო მე-19, მე-10 თუ მე-13. ეს ადამიანი იყო ვარსკვლავი „დოჟდის“ტელევიზიაში და ეს პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით?! ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? მაშინ არავის შემოვუშვებდით. თითქოს „დოჟდის“ ჟურნალისტებზე იყო რაღაც აქცენტი ან დავალება, ეს ლოგიკაშიც არ ჩანს და პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით“, -განმარტავს გომელაური.