ძალიან იშვიათად ისმის ჩემი შვილის სახელი - გაბრაზებას არც გიული ალასანია მალავს
მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, კონკრეტულ ადამიანებზე გავრაზებულია მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. დღეს მან გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ მისი შვილის სახელი აღარ ისმის.
ძალიან იშვიათად ისმის ჩემი შვილის სახელი. კონკრეტულ გვარებს ვერ ჩამოგითვლით, თქვენ თვითონ ხედავთ, რომ იშვიათად ისმის მიხეილ სააკაშვილის სახელი. ყველამ ვიცით, რომ ჩემი შვილის პროგნოზები ყოველთვის მართლდება. იცით რა მიკვირს? - ის ერთეული ადამიანები, რომლებიც ჩემს შვილს ასამართლებენ, ვერაფრით მიხვდნენ, რომ ისინი გამონაკლისები არიან. ვერაფრით მიხვდნენ, რომ პუტინს დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი. ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე იყო ერთადერთი მსოფლიოში, ვინც პუტინს უპირისპირდებოდა. სწორედ პუტინთან დაპირისპირების გამო ასამართლებენ მას დღეს. ვერაფრით დაინახეს ის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ დაგვიდგა"- აცხადებს გიული ალასანია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დააწინაურა, დღეს მის სახელსაც კი არ ახსენებენ.