ყუმბარა თავში მომხვდა, პოლიციამ ხელკეტები მირტყა... ბიჭები გადამეფარნენ - ,,გავრილოვის ღამეს" დაზარალებული

09.04.21 17:55
ყუმბარა თავში მომხვდა, პოლიციამ ხელკეტები მირტყა...  ბიჭები გადამეფარნენ  -  ,,გავრილოვის ღამეს" დაზარალებული

20 ივნისის ,,გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი დაზარალებული, დავით ფარადაშვილი, აქციის დარბევის დეტალებს იხსენებს. ფარადაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

როცა ჩოჩქოლი დაიწყო, მივიწიე ახლოს, რომ ძირს დავარდნილებს დავხმარებოდი, ამ დროს მომხვდა თავში ცრემლსადენი აირის ყუმბარა. ფეხები წამერთვა, ბიჭებმა დამიჭირეს, რომ არ წავქცეულიყავი. როცა ავდექი, პოლიციამ ხელკეტები მომიქნია, სხვები გადამეფარნენ და ისე გადამარჩინეს. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, მე დილას გარდაცვლილს მიპოვიდნენ - იხსენებს დავით ფარადაშვილი.

ე.წ. ,,გავრილოვის ღამის" დარბევიდან 2 წელი გავიდა. დღეს ცენტრმა ,,ემპათიამ" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.