შესაძლოა, პრეზიდენტმა არ იცის და ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მეუფე იაკობი

26.03.22 13:15
შესაძლოა, პრეზიდენტმა არ იცის და ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ბოლოს და ბოლოს უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია".

წმინდა სინოდს გავლენიანი წევრი ამბობს, რომ როგორც ჩანს,  საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია:

შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, - ამბობს მეუფე იაკობი. 

მისი თქმით, მსოფლიოს საპატრიარქომ და რამდენიმე ეკლესიამ აღიარა უკრაინის ავტოკეფალია.

ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობმა.