ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან - ბოკერია
ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან - ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია გიგი უგულავას განცხადებას, სადაც მან პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა ისევე, როგორც ყველა სხვას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე განვლილი გზისთვის" თქვა ბოკერიამ უგულავას პასუხად - თქვა ბოკერიამ.
ბოკერიამ პარტიიდან წასულ თანაპარტიელებზე, " ევროპული საქართველოს" ყრილობაზეც ისაუბრა და მათ გადაწყვეტილებას მცდარი და სამწუხარო უწოდა.