ეს ევროპარლამენტარი არ გამოხატავს ევროპარლამენტის პოზიციას - "ოცნება" ფოტიგას "ნაცმოძრაობასთან" კავშირში ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას "ნაცმოძრაობასთან" კავშირში ადანაშაულებს. რატი იონათაშვილი ამტკიცებს, რომ ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება ენმ-ს სასარგებლოდ გააკეთა. საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელშიც ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ მოპყრობას ასახელებს.
საქნციებზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. ვინ ცდილობს რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში? ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ზოგიერთი მათი მხარდამჭერი, პარტნიორი ან დაკავეშირებულია პარტიასთან. მათ შორის შეიძლება იყოს კონკრეტული ევროპარლამენტარი, ერთი ცალკეული ევოპარლამენტარი არ გამოხატავს ევროპარლამენტის პოზიციას გამოხატავს საკუთარ ავტონომიურ პოზიციას", - აცხადებს რატი იონათაშვილი.