ხელისუფლებას ევროპარლამენტისგან სიმართლის მოსმენა არ უნდა - სააკაშვილის ადვოკატი ფოტიგას წერილზე

31.03.22 15:18
ხელისუფლებას ევროპარლამენტისგან სიმართლის მოსმენა არ უნდა - სააკაშვილის ადვოკატი ფოტიგას წერილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარის წერილმა გააღიზიანა. თუთბერიძის თქმით, ევროპარლამენტარმა მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა დაადასტურა. არ არის გამორიცხული ანა ფოტიგას წერილი უფლებადაცველებმა სასამართლოზე მტკიცებულებად წარადგინონ. 

ის, რომ ამ წერილის შინაარსმა გამოიწვია გაღიზიანება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  მათ ევროპარლამენტისგანაც სიმართლის მოსმენა არ უნდათ. მათ აშინებთ ის წნეხი,რომელიც შეიძლება მსგავს განცხადებებს და მსგავს წერილებს მოჰყვეს. ბუნებრივია ქურდს ქუდი ეწვის. ის, რომ პოლიტიკურ დევნას დაარქვა ევროპარლამენტარმა სახელი იყო სრულიად ბუნებრივი. რამდენიმე მტკიცებულების წარდგენას სასამართლოში ვაპირებთ, მათ შორის შესაძლოა იყოს ფოტიგას ეს წერილი", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. ფოტიგა აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული.