ჩვენ მხოლოდ ოფიციალურ პოზიციებს ვეყრდნობით - კობახიძე ევროპარლამენტის კვლევაზე
"ევროპარლამენტის ანგარიში არასწორ აღქმებზეა დაფუძნებული"- ასე პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" იმ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც რამდენიმე სათის წინ გამოქვეყნდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ პასუხობს კითხვას, როგორ აპირებს საქრთველოს ხელისუფლება ასეთი მკაცრი ანგარიშების განეიტრალებას და როგორ გეგმავს მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.
ჩვენ დავეყრდნობით ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებს და განცხადებებს ყველა თემასთან დაკავშირებით. ცალკეული ანგარიშები ვერ გახდება ჩენი სახელმძღვანელო. ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის პოზიცია ყველა თემაზე და სახელმძღვანელო სწორედ ეს პოზიცია გახდება.
საქართველოში არის დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი და ეს დასტურდება სტატისტიკური მონაცემებით და არამხოლოდ. ჩვენ მყარი არგუმენტები გვაქვს ამასთან დაკავშირებით"- თქვა კობახიძემ.