შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოს გზით სანქციებისგან თავის არიდებას - ლომჯარია ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვს
სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან სანქციებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვს. ნინო ლომჯარიას აინტერესებს, ნიშნავს თუ არა მთავრობის გადაწყვეტულება იმას, რომ რუსეთი საერთაშორისო სანქციებს საქართველოს მეშვეობით თავს აარიდებს. ნინო ლომჯარიამ განცხადება ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა.ომბუდმენი ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველოს გავლით რუსეთი იარაღით მარაგდება,საქართველოს ხელისუფლებამ ყველა კითხვას კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციებს არ შევუერთდებით, ეს გულისხმობს იმას თუ არა, რომ დაწესებულ სანქციების გვერდის ავლას რუსეთი შეძლებს საქართველოს გავლით.ეს იგულისხმება? მე არ მაქვს ამაზე პასუხი. დღევანდელი რეაგირება ხელისუფლების მათ თქვეს, რომ საზღვრები კონტროლდება და მსგავსი პროდუქციის თუ მასალის მიწოდება არ მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით ფაქტიურად არის იმის თქმა, რომ ჩვენ დავიცავთ ამ სანქციებს, რაც არის გატარებული, რომ არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება ამ სანქციების გვერდის ავლით", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ. უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის.