პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დახმარებას ვერ მიიღებთ - დახურული შეხვედრის დეტალები

12.04.21 11:05
პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დახმარებას ვერ მიიღებთ - დახურული შეხვედრის დეტალები

ვაშინგტონიდან მწვავე კრიტიკის ფონზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, კობახიძის ვიზიტის მიზანი მოლაპარაკებებია. 

"პირველებმა" კი ევროკავშირის ელჩისა და "ქართული ოცნების" შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაარკვია. დგინდება, რომ გუშინდელ კონსულტაციებზე მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის დახმარებას და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას გადახედავს. 

"ტვ პირველის" წყაროს ინფორმაციით, იგივე უთხრეს ელჩებმა ოპოზიციასაც.