ეს არის ამორალური, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა - კირკიტაძე კობახიძის განცხადებაზე

12.04.22 11:20
ეს არის ამორალური, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა - კირკიტაძე კობახიძის განცხადებაზე

კობახიძის ულტიმატუმს უკრაინის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის"  წევრი, დავით კირკიტაძე კობახიძის მოთხოვნას, უკრაინის მთავრობიდან მისთვის არასასურველი კადრების გათავისუფლების შესახებ, ამორალურს უწოდებს.

ქვეყანა, რომელიც იცავს მთელ სამყაროს ბოროტებისაგან, რუსეთის იმპერიისაგან,  მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მოუწოდებს მოხსნას ადამიანები, რომელიც მათი დიდი ნაწილი ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ აგრესიას, რომელიც ხორციელდება უკრაინის მიმართ. ეს ერთის მხრივ არის ამორალური და მეორეს მხრივ არის უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე, ირაკლი კობახიძის სახით", - თქვა დავით კირკიტაძემ. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიევს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადააყენოს 3 ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მაღალი დონის ვიზიტებს გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები