ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები - ზელენსკი ბაიდენის განცხადებაზე

13.04.22 10:21
ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები - ზელენსკი ბაიდენის განცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას "ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები" უწოდა. ბაიდენის განცხადებას  ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები. ბოროტებასთან საბრძოლველად აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ჩვენ მადლიერი ვართ აშშ-ს მიერ გაწეული დახმარების და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი მძიმე იარაღი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის შემდგომი სისასტიკე", - თქვა ზელენსკიმ. 

ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა.

მსგავსი სიახლეები