"სახდეპის ანგარიში დიაგნოზი არ არის" - კობახიძე
"ქართული ოცნებისთვის" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში "დიაგნოზი" არ არის. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საფუძველი არ გახდება:
სააკაშვილს შეფარდებული აქვს სასჯელი, მას რამდენიც აქვს შეფარდებული, ზუსტად იმდენს მოიხდის კანონის შესაბამისად. რა შუაშია ანგარიშთან ადამიანის მკურნალობა?! მკურნალობის საფუძველი არის დიაგნოზი, ეს ანგარიში არის არა დიაგნოზი, არამედ არის სახელმწიფო დეპატრტამენტის ანგარიში. თუ იქნება შესაბამისი დიაგნოზი, იქნება მკურნალობაც. თუ არ იქნება დიაგნოზი, არ იქნება მკურნალობა"- თქვა კობახოძემ.
ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა, არასათანადო მოპრყობა, წამება, რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაყვანა და სახწელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიდი ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეთმობა.