"ქართული ოცნება" ოპოზიციას ისევ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის თქმით ოოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს, რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში ჰქონდათ.
"მათი მიზანია, ომის პარალელურად ვითარების დაძაბვა საქართველოში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა" - თქვა დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა.
ეს ადამიანები ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ"- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, „ლელო“ "ხელისუფლების გადატრიალების" სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, სწორედ ამიტომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
მეტიც, კობახიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხზე განხეთქილებაა და დეპუტატების ნაწილს პარლამენტიდან გასვლა უნდა.
30-კაციანი ფრაქცია აქვთ. დაახლოებით ნახევარს პარლამენტში დარჩენა უნდა, ნახევარს პარლამენტიდან - გასვლა, იმიტომ რომ ეს მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციაა. ასე არის გახლეჩილი ფრაქცია. ბოლომდე ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის, რადიკალებიც, იმიტომ რომ მაშინ დანარჩენი 15-ის პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ და ბუნებრივია, ამისგან თავს იკავებენ"- თქვა კობახიძემ.
ოპოზიცია ადასტურებს, რომ ბაკურიანში, ამერიკელი ტრენერის, სემინარზე ნამდვილად იმყოფებოდა, რომლიც ორგანიზატორიც არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი იყო, ბრალდება კი რომელიც დღეს მოისმინეს უბრალოდ სასაცილოა.
ტრეინინგებით დამხობილი ხელისუფლება არ მინახავს. ამას რომ ადამიანი სერიოზული სახით ამბობს, მაცინება"- თქვა ენმ-ს წევრმა, დავით კირკიტაძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკელი ტრენერთან შეხვედრას ადასტურებს. მისი თქმით, პიტერ აკერმანი არაძალადობრივი პროტესტის აგიტატორია:
ძალიან ცნობილი ადამიანია, ცნობილი ფილანროპისტი და აგიტატორია არაძალადობრივი პროტესტის და პოლიტიკური დისიდენტების მხარდაჭერის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოხარული ვარ, რომ მასთან და მის ორგანიოზაციასთან დისკუსიის შესაძლებლობა მქონდა. მას კარგი წიგვიც აქვს გამოცემული - არაძალადობრივ პროტესტზე მსოფლიოში და როგორ უნდა იქნეს მიღწეული დემოკრატიული ცვლილებები არაძალადობრივი ცვლიებების გზით"- თქვა ოპოზიციის წევრმა.
ბორჯომში სემინარზე ყოფნას ადასტურებს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი. ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია.
ეს ხელისუფლება თუ მშვიდობიანად შეგვიძლია მივიცილოთ, ნებისმიერი მშვიდობიანი გზის მხარდამჭერი ვარ"- თქვა ჯაფარიძემ.