კობახიძის აღიარება - ოცნებას" არ აქვს მტკიცებულებები, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებდა

14.04.22 15:18
კობახიძის აღიარება - ოცნებას" არ აქვს მტკიცებულებები, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებდა

"ქართულ ოცნებას" არ აქვს მტკიცებულებები, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებდა. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ გუშინ გავრცელებული განცხადება მხოლოდ ინფორმაციაა და არ აქვთ საკმარისი საფუძველი, გამოიძიება დაიწყონ. 

ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვინ იყო იქ წარმოდგენილი და რას განიხილავდნენ. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი სამართლებრივად არის განსხვავებული. თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხულ იქნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, გამოძიებაც დაიწყოს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ღონისძიების შინაარსი"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ჯერ კიდევ გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აწყობდა. 

მსგავსი სიახლეები