ხმაური ფოთის საკრებულოში - ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა
ხმაური და დაპირისპირება ფოთშის საკრებულოში - ოპოზიციას სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, სოციალური პაკეტი არასწორადა შედგენილი და შეჭირვებულების დახმარებისთვის მიზერული თანხები არია გამოყოფილი.
ოპოზიციის განცხადებებმა მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან მათი თქმით, მმართველი პარტია მათთვის მხოლოდ წარსულის შეხსენებითაა დაკავებული.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.