კონსულტაციები ციხეში - აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხვდება
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური მდივანი, აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ხვდება. მინაშვილი მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით ხვდება და ბოლო დეტალებს ათანხმებს. მინაშვილის თქმით, პოლიტიკური აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც დაანონსდება.
ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი, თქვენ ხედავთ რომ ყველა მთავარი მოთამაშე, ყველა აქტორი, რომელსაც სურს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამოსწორება, ყველა საუბრობს, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები. იქნება მანიფესტაციები, დემონსტრაციები, რომელიც არის პოლიტიკური ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ყველა ესპოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის მანიფესტაციები", - ამბობს აკაკი მინაშვილი
სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ვადამდელი რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას იწყებენ. სამოქალაქო აქტივისტები ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებენ.
მესამე პრეზიდენტი სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს საზოგადოებას ხვალ, სასამართლო პროცესზე გააცნობს.