ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს სააკაშვილის ჯანმრთელობას - საძაგლიშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტი ადეკვატურ სამედიცინო დამხარებას ვერ იღებს და ამის შესახებ საუბარი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც მიმდინარეობს. ამის შესახებ საძაგლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამის გამოძახილი არის ის, რომ უკვე მეოთხე თვეა, მასთან არ დაუშვიათ მისი ექიმი, ასევე არ უშვებენ კოსნულიუმის წევრებს, ბუნებრივია, რომ ეს მიუთითებს ხელისუფლების ნებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. ამაზე მხოლოდ ადვოკატები აღარ ვსაუბრობთ, საერთაშორისო ასპარეზზეც, მათ შორის ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც არის სახ დეპის ანგარიში იქაც კი საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილს აქვს ტკივილები და უჭირს გადაადგილება. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა წერილი მიწერა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს და მათგან რეკომენდაცია მოითხოვა. ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილს მხოლოდ გამაყუჩებლებს აძლევენ, რაც მძიმე ვითარებას არ ცვლის.