მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დემოკრატიის გაუარესება გამოწვეულია კოვიდპანდემიით - ღუდუშაური
ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის ინდექსის შემცირება კოვიდშეზღუდვებს უკავშირდება.
საქართველო ერთი საფეხურით არის შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაწეული, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნები არიან, მოწინავე ქვეყნები არიან და რამდენიმე საფეხურით არის მათთან დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებელის ქვევით დაწევა. ეს განპირობებულია დიდწილად კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მთელი რიგი შეზღუდვებით, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა.
მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დემოკრატიის მცირედით გაუარესება ძირითადად გამოწვეულია კოვიდ პანდემიით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებელი კიდევ გაუარესდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის", უმწვავეს კვლევაში საქართველოს 3.08 ქულა აქვს მინიჭებული, გასულ წელს ეს ქულა 3.18 იყო.