ესაა მოღალატეების, კორუფციის პარტია - ლევან ბერძენიშვილი ,,ქართულ ოცნებაზე"

21.04.22 15:39
ესაა მოღალატეების, კორუფციის პარტია - ლევან ბერძენიშვილი ,,ქართულ ოცნებაზე"

,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი, მმართველი პარტიის წევრებს კორუფციისა და მოღალატეების პარტიას უწოდებს.

მისი თქმით, მმართველი პარტია რუსული ინტერესების გამტარია. 

ყველა საქმე, რომელშიც წინ ვიყავით, უკანაა დაწეული. ნატო-ს, ევროკავშირის მიმართულებით. ევროსაბჭოში პოზიცია გვქონდა და ყველაგან უკან დავიხიეთ. 

,,ქართული ოცნება" არის პარტია, რომელმაც ევროპას თავზე დაახია ევროპული ხელშეკრულება. ეს არის კორუფციის, მოღალატეების პარტია. ეს ის პარტიააა, რომელიც პუტინის დავალებებს ასრულებს.

ეს არის პარტია, რომელსაც საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის ციხეში უზის მესამე პრეზიდენტი",- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

"ქართული ოცნების" დაარსებიდან 10 წელი გავიდა. მმართველი პარტიის განცხადება სრულად ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები