ზელენსკი და მისი მთავრობა უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ღარიბაშვილი - ბოკუჩავა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას საქართველოს მოქალაქეების სწორ მორალურ ღირებულებებს უკავშირებს. ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოსახლეობაში მეტი პოპულარობით უკრაინის მთავრობის წევრები სარგებლობენ.
პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა განუზომლად უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი მთავრობა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართველი ხალხის სწორ მორალურ და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც არ ასახავს ბატონი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
NDI-ის ბოლო მონცამებით, ღარიბაშვილის რეიტინგი კიდევ 2 პროცენტით შემცირდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის მეთაურის საქმიანობას გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს. ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად, გამოკითხულთა მხოლოდ 26 % აფასებს.