არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც "ოცნების" ლიდერზე მაღალი რეიტინგი ექნება - ქადაგიშვილი
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგით "ქართული ოცნების" ლიდერები სარგებლობენ. ქადაგიშვილისთვის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ღარიბაშვილის რეიტინგის მკვეთრი კლება ჩანს, სანდო არ არის.
ეს შედეგები არის რეალობას აცდენილი, დღეს არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი ექნება, ვიდრე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერებს.აქედან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ "ქართული ოცნების" ან პრემიერ-მინისტრი ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი დადგეს ესეთი აუცილებლობის წინაშე", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
NDI-ის ბოლო მონცამებით, ღარიბაშვილის რეიტინგი კიდევ 2 პროცენტით შემცირდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის მეთაურის საქმიანობას გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს. ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად, გამოკითხულთა მხოლოდ 26 % აფასებს.