კარგად დავინახეთ, რომ ივანიშვილი კრემლის შავ-ბნელ დავალებებს ასრულებს - პეტრე ცისკარიშვილი

25.04.22 17:19
კარგად დავინახეთ, რომ ივანიშვილი კრემლის შავ-ბნელ დავალებებს ასრულებს -  პეტრე ცისკარიშვილი

გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და რუს ოლიგარქ ევტუშენკოვის საუბრის ამსახველი აუდიოფაილი გამოზიების დაწყების საფუძველი?-ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყო და საქმე იქამდე შესაძლოა, მივიდეს, რომ ამერიკულმა მხარემ ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელ მილიარდერს  სანქციები დაუწესოს.

უკვე ყველამ კარგად დაინახა, რომ ივანიშვილი არის არც თუ რიგითი რუსი ოლიგარქი. ის კრემლის ყველა დავალებას ასრულებს. მათ შორის, ისეთ შავბნელ დავალებებს, როგორიცაა სანქცირებული პროდუქტების საქართველოზე გატარება. 

ივანიშვილი სინამდვილეში მოიხსენიებს პრემიერ მინისტრს, როგორც მის პირად მდივანს, თანაშემწეს და ამბობს, ეს ახალგაზრდა კაცია, შეგხვდით და ყველაფერს მოგიგვარებთ. - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული სკანდალური აუდიოფაილი, რომელიც ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს შორის საუბარს ასახავს, სწორედ ის მტკიცებულებაა, რაზეც უკრაინული უშიშროება აპელირებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს  არასანქცირებული პროდუქციის მოწოდებაში ეხმარება.

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან თანამშრომლობს. ირაკლი ღარიბაშვილი კი სანქცირებული რუსი ოლიგარქების წარმომადგენლებს ხვდება. საიდუმლო ვიზიტი თბილისში  12 -14  მარტს შედგა. ამის შესახებ საუბარია სკანდალურ  ჩანაწერებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

აუდიოფაილში ბიძინა ივანიშვილის და სანქცირებული რუსი ოლიგარქის - ევტუშენკოვის ორი საუბარია. ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელი უკრაინაში ომის სპონსორ ბიზნესმენს ეუბნება, რომ "მაგრად უნდა იდგეს".

ევტუშენკოვი კი ივანიშვილს გარიგებას სთავაზობს, მზად არის, რომ საქმის გაკეთების სანაცვლოდ მას რაღაც თემები დაულაგოს.

 

მსგავსი სიახლეები