მივმართავ აშშ-ის მთავრობას, დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს სანქციები - დავით არახამია
ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმისრ ზელენსკი გუნდის წევრი, სახელისუფლებო ფრაქცია ,,სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე, დავით არახამია, დასავლეთს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დადებისკენ მოუწოდებს.
დავით არახამიას განმარტებით, ინტერნეტში დღეს გავრცელებული სკანდალური აუდიოფაილები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი მკვეთრად გამოხატული ოლიგარქია, რომელივ უშუალოდ იღებს მითითებებს კრემლისგან. აღნიშნულ დირექტივებს კი ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ ასრულებს.
დღეს გავრცელებული ფაილებით, რომელზეც ივანიშვილის საუბარია ასახული, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე მსხვილი ოლიგარქი, რომელიც ხელმძღვანელობს ქართული ხელისუფლების პოლიტიკას.
ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის გვევლინება, როგორც ნამდვილი პრორუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, დამალოს, რომ ბრძანებებს კრემლისგან იღებს. შემდგომში კი ამას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე აფორმებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ ამის გამო საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის ნეგატიურ ეფექტს, სანქციებზე გვერდის ავლით რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას.
მე მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას, რომ განიხილონ ივანიშვილზე ოფიციალური სანქციების დადების შესაძლებლობა, ასევე სანქციები მის ყველა ბიზნეს აქტივზე, რათა შეწყდეს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთისთვის.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას, რადგან ქართველი ერი არის მეგობარი უკრაინელი ხალხისა - აცხადებს დავით არახამია
დღეს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, მორიგი ჩანაწერი გავრცელდა.
აუდიომასალაში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, რომ სანქციების გვერდის ავლით სურს, იმოქმედოს და მისთვის კონკრეტული შეთავაზება აქვს.