ივანიშვილის მიზანს არა ქვეყნის განვითარება, არამედ შემოსავლების გაზრდა წარმოადგენდა - ბოტკოველი

01.05.22 11:51
ივანიშვილის მიზანს არა ქვეყნის განვითარება, არამედ შემოსავლების გაზრდა წარმოადგენდა - ბოტკოველი

 ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესების სამალავი  - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყის საგარეო პოლიტიკას  ოლიგარქის ბიზნეს ინტერესები განსაზღვრავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანს არა ქვეყნის განვითარება, არამედ მისი უზურპირება და შემოსავლების გაათმაგება წარმოადგენდა. 

თვითონაც გვარწმუნებს თავისი ქცევით, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში პოლიტიკაში მოსვლისა სწორედ ის იყო, რომ რუსეთში უფრო მეტად გაეათმაგებინა და გაეასმაგებინა ის შემოსავლები, რომელიც მას ჰქონდა. ბევრი ოლიარქი უკვე მოხვედრილია იმ სანქციების სიაში და ფაქტობრივად, მათ გაყინული აქვთ მთელი ანგარიშები. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილამდეც მივა ეს მატარებელი და ის ამას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის აქ მოვიდა იმის გულისთვის, რომ ამ ქვეყნის განვითარება კი არ მოეხდინა, მოეხდინა ქვეყნის სრული უზურპირება და შემდგომ უკვე ლანგრით გადაცემა რუსეთისთვის, - თქვა ბოტკოველმა.  

"ნოდარ მელაძის შაბათმა" ბიძინა ივანიშვილის  რუსული ბიზნესების სამალავი აღმოაჩინა. ოლიგარქის მოქმედი კომპანია და მოქმედი ბიზნესი მოსკოვში,  კრონშტატსკის ბულვარი 7ა-ში მდებარე ბიზნესცენტრშია რეგისტრირებული.

რუსეთის ფედერაციის ერთიანი რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით, (გაცემულია 2022 წლის 12  აპრილს) დგინდება, რომ რუსეთში, უძრავი ქონების ბიზნესიმპერიის ერთ-ერთ მოთამაშეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.  

ქართველი ოლიგარქის დამალული რუსული კომპანიის "აქვა სპეისის" დირექტორი, ოლგა ბოროვიკოვაა, ის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები