"ოცნება" სკანდალში ეხვევა - უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დახმრაებით ცდილობს. სკანდალურ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეთით გაიყიდება.
შოკისმომგვრელ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
თუ შევხედავთ ახალ განცხადებას, რომელიც უკავშრდება დაზვერვის სამსახურს,ა სევე დარეგისტრირებულ კომპანიებს და იმის შესაძლებლობას, რომ საქრატველოს შესაძლოა, გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ამასობაშ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე არ გადადის. არც კონკრეტულად ამბობს რის საფუძველზე ამბობენ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება საქართველოდან, როცა ასეულობით ახალი კომპანია დააფუძნეს რუსებმა ომის დაწყების შემდეგ, - თქვა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიცია რუსეთთან შესაძლო სკანდალურ გარიგებასთან დაკავშრებით საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება.
რუსეთის უკრაინაშ ფართომასშტაბიანი შეჭღის შემდეგ რუსული კომპანიები საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით რეგისტრიდება. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სწორედ რუსეთის მიერ საქნციების გვერდის ავლას ემსახურებოდა. მათი თქმით, კომპანიები, რომლებიც საქარტელოში დარეგისტრირდა, ტვირთების რეექსპორტისთვის იქნება გამოყენებული.