უკრაინული დაზვერვის სკანდალური განცხადება - პრემიერი დუმს

02.05.22 12:31
უკრაინული დაზვერვის სკანდალური განცხადება - პრემიერი დუმს

უკრაინული დაზვერვის საკანდალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის  და აზერბაიჯანის დახმრაებით ცდილობს, პრემიერ ღარიბაშვილს განცხადება ამ დრომდე არ გაულეთებია. 

მთავრობის მეთაურს განცხადების გაკეთების საშუალება დღევანდელ ტრადიციულ სხდოიმაზე ჰქონდა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუყკეთებია. 

უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. მათივე განცხადებით, ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეთით გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები