საქართველოში იაფი რუსული ბენზინის გაყიდვა დაიწყო - ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი"

02.05.22 13:39
საქართველოში იაფი რუსული ბენზინის გაყიდვა დაიწყო - ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი"

საქართველოში რუსული ნავთობი შემოვიდა, რომელიც ევროპულ ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით 300 დოლარით იაფია. ინფორმაციას ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ადასტურებს. კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის, თქმით, ამ ეტაპზე რუსულ ნავთობს საქართველოში არსებული არაბრენდირებული კომპანიები ყიდიან, თუმცა, მისივე ინფორმაციით, სანქცირებული ქვეყნის საწვავის შესყიდვა მსხვილი ბენზოგასამართი სადგურების მფლობელმა კომპანიებმაც დაიწყეს.

საერთაშორისო ფასი ნავთობის, დიზელის დღეს ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა. ბაზარზე შემოვიდნენ რუსული კომპანიები, რომლებიც საწვავს საერთაშორისო ფასებზე შედარებით იაფად ჰყიდიან. ამ ბენზინს საქართველოში ჰყიდიან ჩემი ინფორმაციით არაბრენდირებული კომპანიები.- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ასევე ნახეთ პრემიერის განცხადება "იაფ საწვავზე".