სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ - ბრეგაძე სასამართლოს პასუხობს

02.05.22 13:12
სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ - ბრეგაძე სასამართლოს პასუხობს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ ყველა პატიმარს, მათ სორის საქართველოს მესამე პრეეზიდენტს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწევა - მინისტრმა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლთა კოლეგიის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც პენიტენციურ სამსახურს მიმართავენ, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

მინისტრის მტკიცებით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.

მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით - მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.  ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 მისივე განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები ავრცელებენ "მიზანმიმართულ დეზინფორმაციას", რომ "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, ფატალურად დასტულდეს". 

 

მსგავსი სიახლეები