არ არის ჩხუბის დრო, ეს სააკაშვილს არ უშველის - ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს
სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს - რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, ექიმებმა კიდევ ერთხელ გადაამოწმეს მიხეილ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის შემცველობაზე მომზადებული ლაბორატორიული დასკვნა და დადგინდა, რომ ის რასაც ექიმები ამბობდნენ სწორია. არადა მინისტრი ამტკიცებს, რომ სამედიცინო კონსილიუმმა ალბუმინის შესახებ მონაცემები არასწორად გაავრცელა.
გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილის ორგანიზმში ალბუმინის შემცველობა 2,3-ია, არადა ნორმა 3,5-ია.
არასწორი ინფორმაცია ნამდვილად არ გამივრცელებია. როცა საუბარი იყო ცილოვან შიმშილობაზე, მე მოვიყვანე არგუმენტად ის რომ მის ლაბორატორიულ მონაცემებში ალბუმინის რაოდენობა არის 2,3 გრამი დეცი ლიტრზე, რაც არის ნორმა არის 3,5"- აცხადებს გრიგოლია.
რაც შეეხება ბრეგაძის კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მედიკოსმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაცია გაავრცელა, გრიგოლია "პირველებთან" აღნიშნავს, რომ მას ნებართვა მესამე პრეზიდენტისგან აქვს.
ექიმებსა და საჯარო ორგანოებს შორის ეს შეხლა-შემოხლა არ უშველის მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ზალიან სამწუხარო"- თქვა გრიგოლიამ.
მისივე განცხადებით, ბრეგაძის უწყებისგან სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის ირგვლივ 7 კითხვა მიიღო, რაზეც უწყება პასუხს უახლოეს პერიოდში მიიღებს.
შევეცდებით საფუძვლიანი განმარტებები გავაკეთოთ ყველა საკითხზე. ცეცდებით, ისე დავწეროთ პასუხები, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. თუ მაინც გაჩნდა, ჩვენს გარდა ალტერნატიული ექიმებიც არსებობენ, შეუძლიათ მოიწვიონ და ჩაანაცვლონ"- დასძინა მედიკოსმა.