თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი - მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და მაინც ჩემი ქმარი დააკავეს - ანნა მარგველაშვილი

05.05.22 13:15
თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი -  მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და მაინც ჩემი ქმარი დააკავეს - ანნა მარგველაშვილი

მე-4 პრეზიდენტის ქალიშვილი, ანნა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა და ამას სასამართლო დაამტკიცებს. მარგველაშვილს მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. ანნა მარგველაშვილის თქმით, საქმის გამოძიება უსამართლოდ და არაობიექტურად მიმდინარეობს. 

ჩემი ქმარი არსი დაზარალებული ამ საქმეში და მოსამართლის კეთილსინდისიერების იმედი მაქვს, რომ არაფერზე დაყრდნობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას სიმართლის გარდა.  ჩვენ სართუკზე მოხდა თავდასხმა, სოსო თავს იცავდა, ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს. თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და ამ ყველაფრის მიხუედავად დააკავეს სოსო და პატიმრობაში არის 2 თვე არის უსამართლო. ეს საქმე არის მხოლდო ცალმხრივად გამოძიებული", - ამბობს ანნა მარგველაშვილი. 

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის სიძის, სოსო ყიფშიძის პროცესი მიდინარეობს. სოსო ყიფშიძეს გამოძიება ძალადობას და მუქარას ედავება. ამჟამად ყიფშიძე პატიმრობაში იმყოფება.

საქმე ეხება რამდნეიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.