მარგველაშვილის სიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მე-4 პრეზიდენტის სიძის ადვოკატები მოსამართლეს მის უდანაშაულობას უმტკიცებდნენ. ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუმდგომლობით მიმართეს მოსამართლეს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული დარბაზიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ველოდებოდი მოსმაართლისგან ამ სამართლიან გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულებები არ აქვს ჩვენ წინააღმდეგ. რეალურად მოსმაართლემ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უნდა მიეღო წესით 2 კვირის წინ", - ამბობს სოსო ყიფშიძის მეუღლე ანნა მარგველაშვილი.
დასტურდება ბრალდებულის უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მხარე ძირითადად ეყრდნობა დაზარაებულთა ჩვენებებს იმ ადამიანთა ჩვენებებს, რომლებმაც სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს ბრალდებულს. ბრალდებული იძულებული იყო დაეცვა საკუთარი ჯანმრთელობა. კონფლიქტი ამოწურულია არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
ყიფშიძის ადვოკატების თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები თავს თავად დაესხნენ ანა მარგველაშვილის ქმარს 11 თვის ბავშვის თანდასწრებით. ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა თავდამსხმელები დაზარალებულად ცნეს და ექსპრეზიდენტის სიძე ციხეში გაუშვეს.
საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება, მომდევნო პროცესი 19 მაისს ჩაინიშნა.
საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინასთან ხელკეტებით მიიჭრნენ, რის შემნდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაზიანებები ორივე მხარემ მიიღო.