პატიმარი აწარმოებს თვითგვემას, ამას შეიძლება დავარქვათ თვითდაზიანებაც - ვოლსკი სააკაშვილზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილს "თვითგვემაში" ადანაშაულებს. ვოლსკის შეფასებით, მესამე პრეზიდენტი შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს თავად ამბობს და მმართველი პარტიის დეპუტატი ექიმების შესვლაზე მოთხოვნა პოლიტიკური თამაშების ნაწილია.
არსებობს საკმაოდ კვალიფიცირებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ნებისმიერ დროს თუკი ეს საჭირო გახდება ჩაერთვება და რასაკვირველია, არსებობს რეალობა როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ როგორ კონკრეტული პატიმარი აწარმოებს თვითგვემას ამას შეიძლება დავარქვათ თვითდაზიანებაც, როდესაც შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი კონკრეტული ადამიანისთვის. ხუნდაძის და სერგეენკოს და ნებისმიერი სხვა ადამიანის შესვლა არის მხოლოდ პოლიტიკური თამაში, რომელცი სააკაშილი აკრნახობს საზოგადოებას", - ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის ექიმმა დეპუტატებმა სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარი განაცხადეს. დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ის შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.