არანაირი დახმარება არ გამიწევია, მაიძულეს საკუთარ თავზე ამეღო - სკანდალური ჩვენება მეგი ბაქრაძის საქმეზე

06.05.22 15:39
არანაირი დახმარება არ გამიწევია, მაიძულეს საკუთარ თავზე ამეღო  - სკანდალური ჩვენება მეგი ბაქრაძის საქმეზე

ბრალდებული ექიმის სკანდალური ჩვენება გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე. ვიოლეტა ინასარიძემ დუმილი ახალციხის სასამართლოში დააარღვია და თქვა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა. ირკვევა, რომ ყველა სამედიცნო დოკუმენტი, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის საქმეში დევს გაყალბებულია. ინასარიძე კლინიკის დირექციას ადანაშაულებს.

მენეჯერმა და დირექტორმა. არ ვიყავი ადგილზე და როგორ გავუწევდი. უბრალოდ დავიბრალე", - აცხადებს კლინიკა "იმედის" ყოფილი თანამშრომელი, ვიოლეტა ინასარიძე.

მან თქვა, რომ კლინიკაში მას აიძულეს, რომ აღნიშნული ფაქტები დაეჯერებინა, აეღო თავის თავზე. დაპირდნენ, რომ დამალავდნენ ამ ამბავს.გამოძიებისთვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტები რეალურად არის ყალბი. ე სგუშინწინ ვიოლეტა იანსარიძემ სასამართლოზე დაადასტურა.მასში ასახული დროები და სამედიცინო დამხარება ასევე არის მცდარად ასახული", - ამბობს მეგი ბაქრაძის ოაჯხის ადვოკატი. 

კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ბრალდებებს უარყოფს. 

თუ სამსახურში არ იყო, ისტორია როგორ დაწერა? ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ",  - ამბობს ბარძიმაძე.

27 წლის მედდა ახალციხის "იმედის" კლინიკაში  "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს თბილიში გადმოიყვანეს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. 

საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.