პოლიციამ აჭარის მთავრობის წინ კარვები დაარბია - პირდაპირი ეთერი
ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, პოლიცია ჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და მხარდამჭერების მიერ დადგმულ კარვებს შლის.
არიან დაკავებულები, მათ შორის არიან ბათუმის საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები.
პოლიცია არ პასუხობს კითხვას, რამდენი ადამიანია დაკავებული.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ბათუმში კარვები რამდენიმე საათის წინ დადგეს და უწყვეტი აქციები დააანონსეს. პროტესტის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.