დარბეული კარვები და ბორკილებდადებული დეპუტატები - ბათუმში მიხეილ სააკაშვილის 20-მდე მხარდამჭერი დააკავეს

07.05.22 02:30
დარბეული კარვები და ბორკილებდადებული დეპუტატები - ბათუმში მიხეილ სააკაშვილის 20-მდე მხარდამჭერი დააკავეს

დარბეულია კარვები და დაკავებულია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის 20-მდე მონაწილე. 

პოლიციამ დეპუტატები, გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ ამბობენ, სულ რამდენი ადამიანია დაკავებული.